მათიკაშვილი: სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა მელიას ღირსებაზე გაიარა

“ეს ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება”,- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ევროკავშირის მეირ ნიკა მელიას გირაოს გადახდას.

მისი თქმით, სააკაშვილის “მრუდე ამბიციებმა მელიას ღირსებაზე გაიარა”.

“ტრაგიკული იმიტომ, რომ მართლაც ამ ყველაფერმა, მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა და კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა და საბოლოოდ ისედაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას მოუწევს დამორჩილება კანონიერი მოთხოვნისა – ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და ერთგვარი გაკვეთილი იმ მოვლენებს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, ნიკანორ მელიას გირაოსთან დაკავშირებით”,– განაცხადა მათიკაშვილმა.