„ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლიციის შემდეგ, ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეც ოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ამიტომ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტეს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი.
რას ვაკეთებთ ჩვენ? ან ვიბრძვით ან ვბარდებით რუსეთს – არჩევანი ჩვენია”,
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.