“მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ” – წულუკიანი დავით ბაქრაძეზე

სასაცილოა, დავით ბაქრაძე ამას ახლა რომ მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერზე დავით ბაქრაძეზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. უბრალოდ, სასაცილოა, დავით ბაქრაძე ამას ახლა რომ მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ის იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, პარლამენტის სპიკერი. ის იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი ცუდი ხალხი იყვნენ. არ ვიცი, ამას რა ჰქვია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.