“რაც შეეხება არასამთავრო ორგანიზაციების შეზღუდვის წინადადებას, ეს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან ამონაწერს ჰგავს. ეს არის ის, რასაც რუსეთში ვხედავთ. არ მგონია, ეს ის იყოს, რისთვისაც ქართველები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მიისწრაფოდნენ, დაუბრუნდნენ ასეთ ჩაგვრას”.
ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ივანიშვილის დეპუტატების განცხადებას.