“თუ ასე თქვა, უსინდისოა ეს ადამიანი, პირდაპირ გადაეცით, უსინდისოა, სადმე რომ მექნება შესაძლებლობა, უნდა მოისმინოს პირადადაც და ახლაც მოისმენს”,– ასე ეხმიანება ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას კრიტიკას შიმშილობასთან დაკავშირებით.
ბოკერიამ ნაცმოძრაობის წევრების შიმშილობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს ლიდერების მხრიდან დროის გაყვანა ჰგონია, რათა “არავინ დაგესხას თავს, რომ რატო არაფერი არ ქენი ლიდერის გადასარჩენად”.
მელის თქმით, ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით კრიტიკას მიიღებს, თუმცა შეურაცხყოფას – არა.
“ადამიანები ცდილობენ ნიშის მოძებნას, ოღონდ ეთერში მოხვდნენ. შიმშილობას არ მივიჩნევ სწორ სტრატეგიად და ტაქტიკად ერთია და კრიტიკისთვის ღი ვარ და ვიქნები. ეს [შიმშილობა] იყო იძულებითი ნაბიჯი რომ შემენარჩუნებინა, რა, თავმჯდომარეობა? ნებისმიერ ადამიანი უსინდისოა, [ვინც ამას ამბობს]. მე შემიძლია კომპრომისზეც წავიდე, შემიძლია დავთმო, მაგრამ მაპატიეთ, შეურაცხყოფას ვერც ჩემი, ვერც ჩემი მეგობრების და მით უფრო ტყვედ აყვანილი ადამიანის, ვალდებული ვარ, უპასუხოდ არ დავტოვო…
მათი სწორი სტრატეგია რა არის? ჩვენზე მაინც ამბობენ, რომ სწორი სტრატეგია არ არის, მათი სწორი სტრატეგია რა არის? გია ხუხაშვილმა რომ თქვას მსგავსი რამ, კი არ აღვშფოთდები, პირიქით,მაგრამ როდესაც მჭმუნვარე პოზიციიდან საუბრობს და კოლეგა ოპოზიციური პარტიის წევრებს არ მოუწონებს ბრძოლის ტაქტიკას, რომელიც თავგანწირვაზე გადის… 10-15 დღეში ასეთ ადამიანებს სახუმარო მდგომარეობა არ ექნებათ ნამდვილად და მერეც გაბედავენ იმავეს თქმას? მიხედე, განავითარე გინდა შენი ელექტორატი, გინდა შენი ხედვები, ვინ გიშლის ხელს?”,– ამბობს მელია TV პირველის ეთერში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაახლოებით 200 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ნიკა მელია.