ქართული ოცნების წევრი გიორგი კახიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე ამბობს, რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს სერიოზულად არ უყურებს.
“მათი უფლებაა კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არ ვუყურებთ”. – ამბობს გიორგი კახიანი.
პარლამენტთან გამართულ აქციაზე ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ. ისინი ითხოვენ თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. მმართველ პარტიას დრო 20:00 საათამდე მისცა.