უსამშობლოების მოწვევით, საქართველოში ჩამობრძანდნენ როთები. როთიც გერმანელია, შოლცის პარტიიდან და საერთოდ უარი უთხრეს და დაეშალათ კოალიცია. ეტყობა, იმდენად უავტორიტეტოა, რომ იქ არ გაესვლება ქუჩაში – გერმანელი ხალხი, თავმოყვარე ხალხი, პრინციპული ხალხი – და ეს როთები ეტყობა, იქაც არ მოსწონთ და ახლა ჩამოდის აქ და აძლიერებენ ამ უსამშობლოებს. თუ მაინცდამაინც საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან ყოფნით ვერაფერს იზამთ – სამეგრელოში ჩადით, სტუმარ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ, მოგივიდეთ, აზრზე მოხვიდეთ. გაიაზრეთ, რომ ქართველ ხალხს ლგბტ პროპაგანდა არ სჭირდება. როთს მივმართავ, თორემ ჟიგმანტასი უკვე გიჟმანტასია და არაფერი ეშველება მაგას. დანარჩენ როთებსაც მივმართავ – თქვენისთანები, რომც არ ჩამოდიან აქ და შეურაცხყოფას გვაყენებენ, მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებიან, რომ შეცდომა დაუშვიო და რუსი ხარო – ასეთებს არ მიგიღებთ. და მერე რომ დგახართ და მათხოვრობთ, “შემხვდით და შემხვდითო”, მმართველი პარტია თუ მთავრობაო, არ შეგხვდებით იმიტომ, რომ თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება. ბიძიებო, დღეს 7 საათზე რომ გამოხვალთ, ლობისტური კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტექსტებს რომ წაიკითხავთ, მერე გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ.