“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, მაია ასათიანი თვითიზოლაციაშია. იმის გამო, რომ რუსთავი2–ის ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კომპანიის სხვა თანამშრომლებს, ვისაც მასთან კონტაქტი ქონდათ ტესტირება ჩაუტარდათ. მაია ასათიანმა “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვენა, რომელშიც ამბობს, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან და ახლა თვითიზოლაციაშია:
“საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მამხნევებს თქვენი მესიჯების კითხვა. ჩემი ამბავი მინდა გითხრათ. გუშინ ჩავაბარე კორონავირუსზე ტესტი, პასუხი უარყოფითია. უშუალო კონტაქტი მქონდა კოვიდინფიცირებულთან და დღეს მაქვს სიცხე. რომ გითხრათ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მოგატყუებთ, მაგრამ სულით არ ვეცემი. ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბრო და მერე გამოჩნდება რა და როგორ იქნება. მადლობა გულშემატკივრობისთვის…” – ამბობს მაია ასათიანი “ინსტაგრამის” “სთორიში” გამოქვეყნებულ ვიდეოში. ინსტაგრამზე კი ტესტირების პროცესის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
მოგვიანებით მაია ასათიანმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია.
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სავარაუდოდ თაკო ჩარკვიანის კლასტერს მიეკუთვნება. მას პოლიტიკოსი სტუმრად რამდენიმე დღით ადრე ეთერში ჰყავდა. “რუსთავი 2”-ში მასობრივი ტესტირება დაიწყო, თუმცა როგორც გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე არხის დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ყველა თანამშრომლის ტესტი უარყოფითია, თუმცა რამდენიმე მათგანი 24 საათში ხელმეორედ გაიტესტება, რადგან ახლო ურთიერთობაში იყვნენ თეონა ცხომელიძესთან.