მაია რჩეულიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

ცენტრ პოინტის დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა.

“დასრულდა, საპროცესო გაფორმდა, ჩვენი აქტივები გადავეცით ახალ ინვესტორებს. კომპანია ცენტრ პოინტის ეს 12-წლიანი ეპოპეა დასრულდა”, – აღნიშნა გუკა რჩეულიშვილმა.