მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხვაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაიბარეს.

გამოკითხვაზე დაიბარეს ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძეც.

უწყებაში აცხადებენ, რომ ლომიძის დაკითხვა 17:00 საათზე, ხოლო ყოფილი მინისტრის გამოკითხვა 18:00 საათზე დაიწყება.