აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე მაიკ პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.