55 წლის ამერიკელმა პროფესიონალურმა ბოქსიორმა, მაიკ ტაისონმა თვითმფრინავის ბორტზე მგზავრი ცემა. ამის შესახებ ABC წერს.
სპორტსმენმა უცნობი მამაკაცი ისე სცემა, რომ სისხლი ადინა. ეს მოხდა თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც სან–ფრანცისკოდან ფლორიდაში მიფრინავდა. როგორც ჩანს, ეს იყო სპორტსმენის თაყვანისმცემელი, რომელმაც ტაისონს თავი მოაბეზრა და საკუთარი ქცევით მისი გაღიზიანება გამოიწვია. დაზარალებულმა მოგვიანებით პოლიციას მიმართა.
ვიდეოზე ასახული ჩხუბის დაწყებამდე ჩანს, როგორ დგას მამაკაცი ბოქსიორის სკამთან, ხელებს იქნევს და სწრაფად ლაპარაკობს. ამ დროს ტაისონი ჩუმად ზის.
“სამწუხაროდ მისტერ ტაისონს რეისზე ინციდენტი შეემთხვა აგრესიულ მგზავრთან, რომელიც მას აედევნა, შეავიწროვა და ბოლოს წყლიანი ბოთლი ესროლა, როცა ის თავის ადგილზე იჯდა“–მისწერეს მისმა წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით სააგენტო Associated Press–ს.