ჩვენ ასეთი დემარში გვახსოვს სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც და მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს დემარში იყო უსაფუძვლო და ამას პირდაპირი და მკაფიო პასუხი გასცა სტრატსბურგის სასამართლომ.

[…] სანქციებს ითხოვენ. ეს არის პრაქტიკულად და თეორიულადაც სანქციების მოთხოვნა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, NATO-ს წევრი თურქეთი, კანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და მაინცდამაინც ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას. არავინ არ საყვედურობს სხვა ქვეყანას არაფერს, NATO-ს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში. ასეთი რისკებია, ასეთი რეალური რისკებია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩების მიერ დემარშთან დაკავშირებით.