გირჩი–მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მელიას არ დააკავებს.
“მე მაინც არ მჯერა, რომ საბოლოო ჯამში დაკავებამდე მივა საქმე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი უყრის კენჭს და მანდატს შეუჩერებენ, მგონია, რომ შემდეგ სასამართლოს გზით ეცდებიან, რომ დაკავება თავიდან აიცილონ. ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის დაკავება ამათთვისაც კი ნამეტანი გიჟურად ჟღერს”, — განაცხადა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
ცნობისთვის, გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურამ პარლამენტს მელიასთვის მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა, რათა მისი დაპატიმრება შეძლოს. ქართული ოცნება აცხადებს, რომ მელიას მანდატს მოუხსნის.