მაინც მოუწია წასვლა, მაგრამ იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა – ხოშტარია ჟვანიაზე

მაინც მოუწია წასვლა, მაგრამ იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა -წერს Facebook-ზე მოძრაობა დროა-ს ლიდერი ელენე ხოშტარია. დღეს, 30 ივნისს, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

”კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ:

1. კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები

2. იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა

3. ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ

4. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა

5. გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან”-წერს ხოშტარია.