საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს ღაზას სექტორის დაბომბვა, რომელიც კლავს მშვიდობიანი მოსახლეობას. ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ჰამასის მიერ განხორციელებულ ტერაქტებს.
„დე ფაქტო – დღეს იბომბებიან მშვიდობიანი მოქალაქეები . ეს ბავშვები, ეს ქალები, ეს მოხუცები დაბომბეს და კვდებიან. ამას არანაირი საფუძველი და სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს შეჩერდეს“, – თქვა მაკრონმა ელისეის სასახლეში მიცემულ ინტერვიუში ღაზას ომისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ.
კითხვაზე, არღვევს თუ არა ისრაელი საერთაშორისო სამართალს მაკრონმა თქვა, რომ ეს მისი განსასჯელი არ არის.
მაკრონი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ ამავე დროს თვლის, რომ ცეცხლის შეწყვეტა თავად ისრაელელებსაც მოუტანს სარგებელს.
„ამიტომ მოვუწოდებთ მათ შეაჩერონ ეს დაბომბვები“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ნეთანიაჰუმ მაკრონს უპასუხა ,რომ ღაზას სექტორის მაცხოვრებლების დაღუპვაში დამნაშავე ჰამასია
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაგმოს ჰამასი და არა ისრაელი. მან სრული პასუხისმგებლობა დააკისრა ჰამასის მოძრაობას ისრაელთან მიმდინარე დაპირისპირების დროს ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე.
ისრაელის არმია, მისი თქმით, ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას იმ ტერიტორიებიდან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ხოლო ჰამასი მათ ცოცხალ ფარად იყენებს.გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები მართლაც ხდება.