„პირადი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაკრონმა ვერ მოიფიქრა იმაზე უკეთესი, ვიდრე მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება. მისი ინიციატივები საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საშიში ხდება. ასეთი განცხადებების გაკეთებამდე, სწორი იქნებოდა მაკრონმა გაიხსენოს, როგორ დასრულდა ეს ნაპოლეონისთვის და მისი ჯარისკაცებისთვის, რომელთაგან 600 000-ზე მეტი ნესტიან მიწაში ჩაწოლილი აღმოჩნდა“,

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოეხმაურა.

მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.