“ჩვენ საკმაოდ მაღალი ნიშნული გვაქვს ახლა, ჩვენ ვხედავთ რამდენია აქტიური შემთხვევის რაოდენობა — 40 ათასზე მეტია. ეს არის ძალიან საგანგაშო მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც, პრაქტიკულად, ძალიან გართულდება ისევ ახალი პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი, ბუნებრივია, ჩვენ ვიცით, არის ლიმიტირებული.

უსასრულოდ არ შეუძლია ქვეყანას ახალი პაციენტები მიიღოს. ამისთვის, საველე ჰოსპიტალია. საველე ჰოსპიტალში, ჩვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და აი, სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები, რომლებიც ერთმანეთს გადაებმის ხოლმე, ქმნის იმ სირთულეს, რაც ამ ახალ და ზოგადად, ტალღებთან არის დაკავშირებული”

განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულიმბეგოვმა რუსთავი 2-ის ეთერში.