“ჩვენ მალე ვნახავთ თვითონ ქართული ოცნების ანულირებას” – ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტი თავად გამოხატავს თავის პოზიციას საჯაროდ.
“იმიტომ, რომ ისინი მალე მიიღებენ სამარცხვინო შედეგს. ისინი ვერ მოახერხებენ ვერანაირად ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების ანულორებას, რომელდაც ჰქვია ქართული ევროპული მომავლის საგზაო რუქა. ამ შეთანხმების გაუქმების უფლებას არავინ არ მისცემს ქართულ ოცნებას. ისინი განიცდიან ძალიან მწარე მარცხს 2 ოქტომბერს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.