”მალე მივიღებთ სპეციალურ PCR ტესტებს, რომელიც ახალ შტამს ამოიცნობს”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძე აცხადებს, სწრაფი ტესტი ომიკრონს ვერ ამოიცნობს და მისი ამოცნობა მხოლოდ სპეციალური პისიარით არის შესაძლებელი.
“სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს ომიკრონს. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი პისიარ მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, ომიკრონის ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება. ხვალ, ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს დელტა და ალფა შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა ომიკრონზე. აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას დაეგზავნება, ვინც აწარმოებს პისიარ დიაგნოსტიკას.
ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური პისიარი მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია”. – ამბობს გამყრელიძე.