“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს. და არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არც ერთ ნაწილს. ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებიც სხვა ერებთან ერთად ანტიჰიტლერულ კოალიციაში ნაციზმი დაამარცხეს. ჩვენ არავის მივცემთ ამ გამარჯვების მისაკუთრების უფლებას.

[…] ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ამიტომაც გავიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელმაც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა. ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას  არცერთი ექნება.

ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ, ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ. ხრეშჩატიკი გამარჯვების აღლუმს იხილავს – უკრაინა გაიმარჯვებს! გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს! დიდება უკრაინას!”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ნაციზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.