მალხაზ მაჩალიკაშვილი 2020-ის არჩევნებზე პანკისის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შესაძლოა პოლიტიკაში ვიხოლოთ. მაჩალიკაშვილი ოქტომბრის არჩევნებზე, პანკისის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს. იქნება თუ არა რომელიმე პარტიაში მაჩალიკაშვილმა ჯერ-ჯერობით არიცის თუმცა შესაძლოა მან როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ისე იყაროს კენჭი. ასევე აცხადებს, რომ “ოცნების” დასამარცხებლად მზადაა თვითონ იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი.

“ყველა ხერხს გამოვიყენებ სამართლისთვის, მე ეს ამ ქვეყნის მოსახლეობას შევპირდი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.ვიმეორებ, თუ ჩემს საქმეს დასჭირდა, კენჭსაც ვიყრი და თანამდებობაზეც მოვალ ათეული ათასობით მხარდამჭერის გამო.საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მხარს მიჭერს. ისინი ჩემი თანამოაზრეები არიან. ნებისმიერ რეგიონში ყველა ბერკეტს გამოვიყენებ და ქართულ ოცნებას დავუპირისპირდები. რაც შეეხება კახეთს, აქ მმართველ პარტიას გასაქანს არ მივცემ.”- ამის  შესახებ მან “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე აპირებს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად კენჭისყრას მან უპასუხა :  “მაღალი ალბათობით, ვიმეორებ –  თუ კენჭისყრას გადავწყვეტ, ალბათ, დამოუკიდებელ კანდიდატად წარვდგები. ამ თემაზე ბევრთან მისაუბრია. ბევრმა მოითხოვა, რომ კენჭი ვიყარო, მაგრამ აქამდე, მოქალაქეობრივ სტატუსს ვინარჩუნებ.არ მინდა, ვინმემ თქვას, აი თურმე რისთვის იბრძოდაო. ამიტომ მე შევეცდები ეს სტატუსი კიდევ შევინარჩუნო.”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებამ მსხვერპლად აქცია და მას პოლიტიკაში მოსვლის უფლება აქვს. ამის შესახებ ბოკერიამ პარლამენტში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან მოვიდეს პოლიტიკაში. ბატონი მაჩალიკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მისთვის პასუხები სწრაფად გაეცა და არ დაეწყო სამარცხვინო პროპაგანდა, კიდევ უფრო მეტ მსხვერპლად აქცია. მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს პოლიტიკაში მოსვლის”, – განაცხადა ბოკერიამ

“გარანტიას ვაძლევ ახმეტაში კი არა კახეთში, მოქმედი პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან” კაციშვილი არ გავა, არ გაიმარჯვებს. დავუპირისპირდები. მე არ მიფიქრია ჯერ იმაზე, რომელ პარტიაში თუ დამოუკიდებლად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მე დავუპირისპირდები. ქისტ მოსახლეობაზე ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს სუს-ის მხრიდან. მართლაც რომ დაუპირისპირონ მაჩლიკაშვილს. მე ვიცი ამ დანაშაულში ვინ არიან ჩართულები. დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე. ისიც კი არის ამ საქმეში გარეული.” – ეს განცხადება მაჩალიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ტვ პირველის ეთერში გააკეთა.