მამაკაცი, რომელიც ორბელიანის მოედანზე დაჭრეს, გარდაიცვალა

მამაკაცი,  რომელიც  ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრეს კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.