მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს. დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ პროხნიჩია, რომელიც ყოფილი გამნაღმველია, დონბასის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეა და ორჯერ იყო დაჭრილი, მათ შორის დაზიანება ჰქონდა თავის არეშიც. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცი საბრძოლო ხელყუმბარით იყო შეიარაღებული.