ხაშურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გარდაიცვალა.
ავარია წუხელ მოხდა, ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული 77 წლის მამაკაცი ,,გორმედის” ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, ექიმების განცხადებით, დაზიანებების ხარისხი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.