მამაჩემის ქონებაზე ლაპარაკობს, რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა – აფრიკის მკვიდრის პასუხი თბილისის მერს

“მამაჩემის ქონებაზე ლაპარაკობს, რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა”- ასე პასუხობს, აფრიკის დასახლების მკვიდრი, თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე დანგრეული სახლების მფლობელების “ქონება ჩამოთვალა” და აღნიშნა, რომ ისინი დამატებით ფლობენ სხვა ქონებასაც და ქუჩაში არ დარჩენილან.

“კახა კალაძემ დღეს რომ ჩამოთვალა ვითომ და რამე ქონება მაქვს ესე არ არის. მამაჩემის ქონებაა აღნიშნული, რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა და მას მერე შეხებაც არ მაქვს და მეორე რაზეც თქვა დედაჩემს ჰქონდა 1 თვე კაფე-ბარი, რომელიც მალევე დახურა და მაგ ქონებაზე მელაპარაკება?! მე არანაირი ქონება არ მაქვს”, – აცხადებს ნოდარ ბარდაძე.