“საქართველოში რომ დედაკაცებმა ღირსების განცდის დაცვა იციან და მათ რომ შეუძლიათ ერთგულების განცდა, წელიწყვეტით მიათრევენ ამ ჭაპანს, 30 წელიწადია მაგის მეტს კი არაფერს ვუყურებთ ჩვენ. დედაკაცების კისერზე გადავიდა მთელი რაღაცები. იმ საწყლებს კიდევ გინება, შეურაცხყოფა და კიდევ საშინელებები აქვთ.

იმის მაგივრად რომ მათი შრომა, თავგანწირვა, დედაკაცობა დააფასონ, კაპასებს ეძახიან. თვითონ [ვასაძეს] არ მოშიებია, არ მოშიებია მის ცოლს, მის შვილს, სხვა ქვეყანაში არ წასულა მოხუცის მოსავლელად. 8 შვილი ჰყავს ხო? მიატოვოს ერთხელ და წავიდეს. არ ვეთანხმები მაგაში. ქართველი დედაკაცები გმირები არიან, ჩემთვის მაგარი ხალხი არიან, დალოცოს ღმერთმა ყველა მათგანი”

 

ასე ეხმიანება მამა ათინოგენე ანდრია სარიასთან Facebook–ლაივში ლევან ვასაძის განცხადებას, რომელმაც თქვა: “ცოტაა ჩვენთან კაპასი ქალი? ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა”.