“მამისგან მოდის ეს [კითხვა]?”- ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თათია წოწონავას.
“თქვენ ჩემზე ზრუნავთ, ძალიან გაღელვებთ ჩემი ბედი და აბა მითხარი, მამისგან მოდის ეს [კითხვა] თუ იმისგან, რა ჰქვია, იქიდან ის გეუბნებათ? თქვენი მამა კოლეგა იყო ჩემი და იმიტომ, რავიცი, შვილი და მამები, რავიცი…”,– უთხრა წოწონავას ზალკალიანმა, რაზეც მან უპასუხა, რომ შესაძლებელია, კითხვები თავადაც ჰქონდეს.
“როგორ არა, აბა რა..”,– აღნიშნა ჟურნალისტის პასუხად მინისტრმა.
ამ ფაქტს გამოეხმაურა თათია წოწონავას მამა, ოდესაში საქართველოს ყოფილი კონსული, უჩა წოწონავა და ზალკალიანს “სახის შენარჩუნება” ურჩია.
“არასდროს არ მიკადრებია ჩემს საქმეებში შვილის გარევა, ასეთი მარტივი ჭეშმარიტება თუ ვინმესთან მექნებოდა ასახსნელი, მით უმეტეს ყოფილ კოლეგასთან და თანამდებობის პირთან, ნამდვილად არ მეგონა. თანამდებობები წარმავალია ჩემო დათო, მთავარია სახის შენარჩუნება, დამიჯერე, ამ შენი კომენტარით კი შენს თავს უფრო მიაყენე შეურაცხყოფა, ვიდრე მე, ან მით უმეტეს ჩემს შვილს”, – დაწერა წოწონავამ Facebook-ზე.