გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის არაფორმალურ გარემოში ქართული ოცნების ერთ–ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა.
“მამუკა მდინარაძესთან მქონდა შეხვედრა, ვადასტურებ ამას. ჩემი ამოცანა სინამდვილეში არის გავარკვიო მტყუან–მართალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და საზოგადოებას ვუთხრა ეს. თქვენ იცით, რომ მე ვადანაშაულებ ორივეს, 50–50–ზე. ორივე მათგანი საქართველოში ანგრევს პარლამენტარიზმს. მე ამაზე გამაკრიტიკა მამუკა მდინარაძემ გუშინ. მე წავიკითხე კრიტიკა, სადაც ის ამბობდა, რომ ესმოდა ჩემი კონსტრუქციულობა, მაგრამ ხელისუფლების გარევა ზრდილობის ყველა საქმეში ოპოზიციის ხელწერაა, რითაც მე მან ფაქტობირვად არაგულწფელობაში დამადანაშაულა.
მე გამოვთქვი სურვილი, რომ მზად ვიყავი არაფორმალურად შევხვედროდი ბატონ მდინარაძეს და მისთვის პირადად ამეხსნა ჩემი დამოკიდებულება და მომესმინა მისი პოზიცია. მალევე შევხვდით, რამდენიმე საათში ამ გადაცემიდან, არ აქვს მნიშვნელობა სად, როგორ და ვისთან”,– ამბობს ხვიჩია ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ მას უთხრა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და “მასზე აყოლილ პარტიებს” პარლამენტში შესვლა უბრალოდ არ უნდათ, მიუხედავად იმისა, რას შესთავაზებს ხელისუფლება. ხვიჩია კოლეგებს სთხოვს, კონტარგუმენტის მოფიქრებაში დაეხმარონ.
“ორი საკითხი იყო, რომელზეც ვსაუბრობდით. ერთი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზიციამ ამის დამტკიცება ვერ შეძლო. მათ გულწრფელად არ სჯერათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მასაზე აყოლილ პარტიებს რამე ფორმით უნდათ შესვლა პარლამენტში.
მე მინდა დახმარება ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ კონტრაარგუმენტი ვუთხრა მდინარაძეს. რას უწუნებდით ჩემს გეგმას, რომელიც იყო ჩემი აზრით კონსტრუქციული და რომელზე თანამშრომლობასაც არ გამორიცხავდა მდინარაძე. მისი კონტრარგუმენტი იყო, რომ ამაზე ოპოზიცია ჭედავს, ძალით არ უნდა შესვლა, რაც არ უნდა შევთავაზოთ, არ შევლენ”,– აცხადებს ხვიჩია.
მისი ინიციატივა იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის როლიც შეესრულებინა და თუ მასში ოპოზიცია გაიმარჯვებდა, რიგგარეშე არჩევნები დანიშნულიყო.