პარტია “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარიძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ. ხაზარაძის აზრით, დეესკალაციის თავიდან ასარიდებლად დიალოგი საჭიროა.
“ჩვენ გვქონდა ახლა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რათა ქვეყანას ავაცილოთ ის შესაძლო ძალიან ცუდი სცენარი, რომელიც სამწუხაროდ არის. საზოგადოება გახლეჩილია ორ ნაწილად, საუბარი არის ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე, ვის რანაირი სენტიმენტები ან ბოღმა ედოს გულში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ ამ დიდ ქაოსში კონსტრუქციულის მხარდაჭერას, კონსტრუქციული კიდევ არის დიალოგი და სიტუაციის მართვა კრიზისებში. ძალიან პოზიტიურად შეხვდა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, დიალოგი გაგრძელდება და მისი მიზანი ვითარების დეესკალაცია იქნება.
დღე დილით ლელომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყება შესთავაზა.