მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

“ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამართალდამცავებმა  პარტიის ოფისში დააკავეს.

ორივე პოლიტიკოსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ასევე 2 წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება.