შესვენების შემდეგ მამუკა ხაზარაძე სასამართლოს დარბაზში დააბრუნეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, თუმცა დაცვის მხარეს სთხოვა, მისთვის განემარტათ, რომ იგივე არ გაემეორებინა.
ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბრალდების მხარესთან შელაპარაკების გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
“ამათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მოსულა აქ. კიბატონო, გავალ იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო, ეს არის მარაზმი, ბიძინას მონები ხართ თქვენ!”, – თქვა ხაზარაძემ სხდომის დატოვებისას.
დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი დღესვე გამოცხადოს.