მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი ევროპარლამენტარებს ბრიუსელში ხვდება.
მისი თქმით, მათ აწვდის ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი და როგორ ირღვევა მისი უფლებები.
მამულაშვილი ამბობს, რომ მალე ქართულ ოცნებას მძიმე პერიოდი დაუდგება.
“ეს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხება, იმიტომ, რომ ვხედავთ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან საქმის კურსში, ყოველდღიურად ვაწვდი ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და როგორ ირღვევა მისი უფლებები.
რა თქმა უნდა, არიან შეწუხებულები იმ მდომარეობით, რაც საქართველოშია ზოგადად და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ. იქნება საერთო განცხადება, იქნება ინდივიდუალური განცხადებები, ინდივიდუალურად მათ პრეზიდენტ მიშელსაც მიმართეს და შეშოფთება გაოხატეს იმ მდგომარეობით, რაც არის დღეს საქართველოში. მე ვფიქრობ, ქართულ ოცნებას ძალიან მალე ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგება, რადგან მათ მოუწევთ ბევრი ახსნა-განმარტების გაკეთება ჩვენს პარტნიორებთან.”, – თქვა ნონა მამულაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.