“მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის თავისას. ამ ყველაფერზე იქნება საუბარი, ბუნებრივია. მანაც უნდა იცოდეს და მეც — ჩვენ ერთი სტრატეგია, ერთი ხედვა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? თუ აზრთა სხვადასვხაობაა, მეც და დარწმუნებული ვარ ისიც ეცდება, შეხების წერტილები გავაძლიეროთ და არა პირიქით”
აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია “ფორმულას” ეთერში.