მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის – თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის.

“ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს. ან ინექციას უკეთებდნენ, ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია”,- ამბოს თამაზაშილი.

მისი თქმით, მისი დნმ-ი და ანაბეჭდები აუცილებლად უნდა აღმოჩენილიყო მანქანაში, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა „ხელახლა გადაწერილია”.

„ამათი პირით უნდა მოვისმინო, ასე ურცხვად რომ იტყუებიან. პროკურორი გამოდის და ამბობს, რომ მანქანაში არავის დნმ-ი არ აღმოჩნდა. რასაც ეუბნებიან, იმას ლაპარაკობს. რისი იმედი ჰქონდათ, რომ დანარჩენ დასკვნას არ წავიკითხავდით? რატომ არ აღმოჩნდა ჩემი ანაბეჭდები თუ თავიდან არ გადაწერეს ეს დასკვნა? ძალიან ბევრ რამეზე არ აქვთ პასუხი, არც იმაზე, რომ ჩემი სახლის წინ იდგა „ტოიოტა ქამრი”. შედიოდა „ვაიფაიში“, გაშიფრეს, რომ თამუნა ნორვეგიაში აპირებდა წასვლას და იმიტომ მოიშორეს, რომ ფაქტები იქ არ წაეღო”,- თქვა ბაჩალიაშვილის დედამ.

ის სატელიტების სურათებისა და FBI-სთვის გაგზავნილი წერილის ჩვენებას ითხოვს.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში რამდენიმე ადგილას, სავარაუდოდ, სისხლის ლაქები იქნა აღმოჩენილი.