სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ იდეოლოგიურ და პარტიულ განსხვავებებზე კონკურენციაზე გადავიდეს.
“ასეთი ლოგიკა გვაქვს. მესმის რომ [დოკუმენტს] არ უჭერ მხარს, მესმის, რომ პასუხისმგებლობას არ იღებ ამ ყველაფერზე, მაგრამ ხელს მაინც ნუ გვიშლი და იმას მაინც ნუ ამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართული ოცნება არ ასაღებს ამას გამარჯვებად”,– ამბობს მანჯგალაძე ტვ კავკასიის ეთერში.
მისივე თქმით, არიან ოპოზიციაში ცალკეული ლიდერები, რომლებიც ყველაფერში ივანიშვილს ხედავენ, რაც მისი თქმით,
“არიან ოპოზიციური ლიდერები, ყველაფერს, რა პროცესიც ხდება ქვეყანაში, შეთქმულების თეორიას მიაბავენ და ყველაფერში ბიძინა ივანიშვილი გამოდის გამარჯვებული ბოლოში და დაუმარცხებლის მითს ვქმნით. გადადგა თალაკვაძე – ბიძინა ივანიშვილი… გადადგა გახარია, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას – ბიძინა ივანიშვილმა მოიგო… რა განსხვავებაა ახალ ამ ხალხსა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის, ყველაფერში ბიძინა ივანიშვილს რომ ხედავს? ეს არასწორია”,– ამბობს პაატა მანჯგალაძე.