მან არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით – შს მინისტრის მოადგილე

” გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად” – განაცხადა ამის შესახებ, შს მინისტრის მოადგილემ,  ალექსანდრე დარახველიძემ.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გაფარ ილმაზის ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ისტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად” – განაცხადა დარახველიძემ მედიასთან.