მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი – ღარიბაშვილი გახარიაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “არ არის საინტერესო”, რომ გიორგი გახარია აპირებს ცილისწამებისთვის უჩივლოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას.

მისი თქმით, გახარიამ უნდა ამტკიცოს, რომ ნარკომანი არ არის.

“მე ვფიქრობ. ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამ თუ იმ ადამინის ნარკოდამოკიდებულება. არ არის საინტერესო”,– ამბობს ღარიბაშვილი ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ქართული ოცნები ლიდერები ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას კოკაინის მოხმარებაში ადანაშაულებენ, რასაც გახარია უარყოფს.