შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა.რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.
რის შემდეგაც ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა. ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.
ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინელი წარმომადგენლები თეთრ სახლს მალე დატოვებენ.
“მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, თუ ამერიკა ჩართულია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ჩარევა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას აძლევს. მე უპირატესობა არ მინდა, მე მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.
“დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასოდეს გავიგებდით საუბრისას ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის გარეშე. გასაოცარია ის, რაც ჩანს ემოციებიდან და მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან ის ფიქრობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის”. – წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.