“მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად“– ლიზა იასკო სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეგობარი ქალი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

“მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლის შესახებ:

ჯერჯერობით თავს ვიკავებ ფართო კომენტარებისგან.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად. უკრაინაში ყველაფერი მიატოვა საქართველოს გულისთვის. იმ დროს, როცა ის ჩვენ უკრაინაში ძალიან გვჭირდება, მთელი ეს თვეები. ახლა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს უფლებას მთელი თავისი ენერგია პოლიტიკაზე დახარჯოს და ჯანმრთელობაზე არ იზრუნოს.  ახლა პრიორიტეტი მისი სიცოცხლე და საქართველოს საზღვრებს გარეთ მკურნალობაა“– წერს ლიზა იასკო.