პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ოცნების საარჩევნო სიას საზოგადეობა ცოტა ხნით კიდევ უნდა დაელოდოს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა. კითხვას, იქნება თუ არა სიაში როგორც ზუგდიდის მაჟორიტატი გახარიამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე არ უფიქრია.
„მესმის, რომ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგაა. კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია,“ – განაცხადა გახარიამ.