გია გაჩეჩილაძე, (უცნობი), დღეს, ანტიოპოზიციური აქციის, “მარადისობის დღის” შემდეგ, საზოგადოებრივ მოძრაობა “აი ია” აფუძნებს. ამის შესახებ მან ბრიფინზე ისაუბრა.
“ქართული ოცნება” მოწყდა ხალხს და მოწყდა საზოგადოებას. იგი დღეს ცდილობს ‘ნაციონალების” გაკოტრებული რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენთვის მიუღებელია, როცა “ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შესვლას. უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი” – აცხადებს გაჩეჩილაძე.