“ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა.
მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე! ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“ მარგველაშვილს, – თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.
გავიმეორებ კლასიკოსებს: ნებისმიერი ხალხი იმსახურებს, ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, – ჰოდა, გამოდის, ქართველები ვიმსახურებთ მონურ ხელისუფლებას და თუ არ ვიმსახურებთ და თუ არ ვართ მონები, ეს უნდა დავამტკიცოთ შემდეგ არჩევნებზე !”
აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით.