მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა – პენიტენციური

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა – მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.

უწყების განმარტებით, მედპერსონალის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა.

გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. მანამდე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.