“მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ბავშვებს”- აცხადებს ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი მეუფე იაკობი, სახალხო დამცველის პანსიონში შესვლაზე.
” სანამ არ გავერკვევი ბოლომდე რა ხდება, მანამდე ეხლა ბავშვებთან შეშვებაზე, ძალიან დასტრესილი არიან ბავშვები და შემოვიდეს და კითხვა დაუსვას, აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები. მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდეგ დავილაპარაკებთ, სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარეშე, დალაგება მინდა სიტუაციის”, – აცხადებს მეუფე იაკობი.