მართალი ხართ, ვაქცინამ დაიგვიანა – თენგიზ ცერცვაძე

მართალი ხართ, ვაქცინამ დაიგვიანა – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. მან ასევე ღნიშნა, რომ ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია ქვეყანაში  და ”ეს არის  საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურის”.

“ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია. ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა. რატომ მოხდა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ბევრი ფაქტორია”. – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33 კი – კაცი. ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ.

NCDC-ის ცნობით, 15 ივლისამდე პერიოდში, 18-49 და 50-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტი ადამიანი სინოფარმის ვაქცინითაა აცრილი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.