“მართვით სუნთქვაზეა, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში” – აცხადებს, “ნიუ ჰოსპიტალის” ექიმი ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ 13 წლის ბიჭზე.
“ჯერჯერობით გრძელდება, იმყოფება ისევ მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში, აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინის ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ის, რომ პირველი თითქოს 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, ეს მნიშვნელოვანია”, – ამბობს ბავშვთა რეანიმატოლოგი, გიორგი კვიცინაძე.
კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა, რომელი იაშვილის კლინიკაში რჩება, სტაბილურია. ბავშვი კონტაქტურია.