მართლა სად გაჩნდა და ვინ გაზარდა ასეთი უტიფარი – ხვიჩია იმნაძეზე

“ეს მართლა სად გაჩნდა და ვინ გაზარდა ასეთი უტიფარი”,- ასე ეხმიანება გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია პაატა იმნაძის განცხადებას.

იმნაძემ თქვა, რომ არ ესმის, “ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?!”.

“ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.