მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილი იყო პატრიარქის ეპისტოლე – დავით ბერძენიშვილი

ფოტო: Nodar Tskhvirashvili (RFL/RL)

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილი იყო.

მისი თქმით, სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორე ხელისუფლებას მადლობებს უხდიდა.

,,სულ რომ არ გაკოტრებულიყო ილია მეორე, მადლობები უხადა მთავრობას. ხელი ხელს ბანს პრინციპი არის. ეკლესია, საპატრიარქო დიდი ხანია შეზრდილია ხელისუფლებაში. მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილი იყო პატრიარქის ეპისტოლე, იქ არ იყო არცერთი თანამედროვე აზრი. აბა, შევადაროთ როგორ , რა სიღრმით მეტყველებს მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი”, — განაცხადა ფორმულას ეთერში დავით ბერძენიშვილმა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. გუშინ პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას აღდგომა ეპისტოლეთი მიულოცა.

საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.