“რაც შეეხება იმას, სათანადო დროს იყო ეს თუ არ იყო, აქ მგონი, ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებას ვერავინ ვერ მიუთითებს პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი. მე მიკვირს ასეთი შეფასება, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და იმის მიხედვით გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება გამოიტანოს და როდის გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ასე მოიქცეოდა, ან პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს პოლიტიზება. თუკი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპა გულისხმობს კანონის უზენაესობას, როდესაც არის შესაბამისი პროცედურები და სასამართლო ამ პროცედურების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს”
ასე ეხმაურება, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად არ იყო დროული”.